ფერი ადამიანის შინაგანი ბუნების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.ყოველდღიურად ფერებს იმხელა ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს განწყობაზე,რომ ზოგჯერ ამის შემჩნევა ძნელია.მაგალითად,ჯიუტი და აქტიური ადამინი წითელ, ან სტაფილოსფერ ოთახში უფრო კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობს თავს.იგივეს თქმა არ შეგვიძლია მშვიდ და მორცხვ პიროვნებაზე.სახლის ინტერიერის შერჩევისას ყოველთვის დიდი ყურადრება ექევა იმას, თუ ვისთვის ვქმნით ამ ინტერიერს,აუცილებელია გვესმოდეს, თუ რამდენად არის დაკავშირებული ფერები ადამიანის განწყობასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომაორებასთან.

 

ფერი არის ძალა,რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს სულზე – Wassily Kandinsky

 

წითელი

წითელი ფერი ცეცხლთან,ვნებასთან და ძალასთან ასოცირდება.მას შეუძლია გააღვივოს ადამიანში ინიციატივის გრძნობა და გვიბიძგოს რაიმე ახლის გაკეთებისკენ.წითელ ფერთან ერთად ადამიანები უფრო ენერგიულად გრძნობენ თავს,ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და ახდენენ იდეალურ პირველ შთაბეჭდიელბას.წითელი ფერი არაჩვეულებრივი არჩევანია სამზარეულოსთვის,ასევე შეიძლება მისი გამოყენება მისაღებ ოთახში,რადგან იგი ასტიმულირებს დიალოგებს და ოთახში არსებულ ობიექტებს უფრო ადვილად წარმოსაჩენს ხდის.

 

 

სტაფილოსფერი

სტაფილოსფერი ასოცირდება მზის სინათლესა და ტროპიკებთან,ის ასევე ოთახს უფრო მდიდრულს და მიმზიდველს ხდის.სტაფილოსფერი არაჩვეულერივი არჩევანია ბავშვების ოთახისთვის,მისაღები ოთახისთვის და ოფისისთვის. ის გარემოს უფრო მეგობრულს და უსაფრთხოს ხდის.ადამიანები სტაფილოსფერთან ერთად ხდებიან უფრო მშვიდები და დადებითი ემოციების მატარებლები.

 

ყვითელი

ყვითელი ფერი ყოველთვის ასოცირდებოდა სინათლეს,სითბოსა და სიმშვიდესთან,ამ ფერის მქონე ოთახები უფრო მეგობრულ და მხიარულ განწყობას გვიქმნის.მეცნიერულად დადასტურებულია,რომ ყვითელი ფერის ოთახი ადამიანს უფრო ამშვიდებს და პრობლემების გადაწყვეტას უადვილებს.ყვითელი იდეალური ფერია საძინებლისთვის,ასევე მისი ტონალობების გამოყენება შეიძლება სამზარეულოსა და დერეფანში.

 

ლურჯი

ლურჯი ფერების პალიტრაში ყველაზე მშვიდი ფერია,ის გვეხმარება მოდუნებაში და ანელებს გულის ცემას,მას შეუძლია დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა ადამიანისთვის. ლურჯი არის ის ფერი,რომელსაც ყველაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს მდგომარეობაზე,ამ ფერის გამოყენება მიზანშეწონილია სააბაზანოსა და სპა ოთახებისთვის,სადაც მისი დახმარებით დამამშვიდებელი გარემო იქმნება.

 

მწვანე

მწვანე ფერი პირდაპირ ასოცირდება ბუნებასთან,ის იწვევს ადამიანში იმედის გრძნობასა და სიმბოლიზირებულია იღბალთან.მწვანე ფერის ოთახები გვიქმნიან ბუნებაში ყოფნის შეგრძნებას, აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი და ოთახის ჰარმონიზაციას უწყობენ ხელს. მწვანე ფერი მიზანშეწონილია მისაღები ოთახისთვის, ასევე ოფისისა და საძინებლის ინტერიერისთვის.

 

იასამნისფერი

იასამნისფერი ასორცირდება ექსტრავაგანტულობასა და სიმდიდრესთან, თუმცა მისმა ზედმეტად გამოყენებამ, ან არასწორი ტონალობის შერჩევამ მარტივად შეიძლება მოგვცეს უბრალოების შეგრძნება. იასამნისფერი ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოიყენება სხვა ფერებთან ინტეგრაციისთვის და მარტივად ასოცირდება კრეატიულობასთან.იასამნისფერი ფერის გამოყენება შეიძლება საძინებელი ოთახისთვის,რაიმე დამხმარე ტონალობასთან შეთანხმებით.

 

 

შავი

შავი ფერი ასოცირდება მისტიურობასა და ელეგანტურობასთან,ზოგჯერ იგი ქმნის ბარიერებს და გვაძლევს სიბნელის ეფექტს.ძირითადად შავი გამოიყენება მცირე მოცულობით კონტრასტისთვის, თუ შავ ფერს სწორად გამოვიყენებთ მას შეუძლია ღრმა და ელეგანტური ეფექტი შესძინოს ოთახს.შავი ფერის შეხამება ნებისმიერ ოთახში შეიძლება,გარკვეული მოცულობით.

 

 

თეთრი

თეთრი ფერი სიმშვიდის,რწმენის და ახალგაზრდობის სიმბოლოა.იგი მცირე ზომის სივრცეს სძენს ფართო ეფექტს და ოთახს უფრო სიცოცხლით სავსეს ხდის.თეთრი ფერის გამოყენება შესაძლებელია სხვა ფერების დახმარებით ყველა ოთახში,როგორც მთავარ ფერად ასევე დამხმარე.

 

ავტორი: თაკო თათხაშვილი 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.