2021 წელს მარსზე Spacex-ის წარმატებული ექსპედიციის შემდეგ ადამიანებს გაუღრმავდათ ამბიცია წითელ პლანეტაზე ცხოვრების,რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რეალური შესაძლებლობაა. NASA-მ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიქმნას საცხოვრებელი პირობები მარსზე, სწორედ მათ დაიწყეს ,,3D Printed Habitat Challenge”. 3D პრინტერის,ავტომატიზირებული ხელსაწყოების და უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიების დამხარებით, არქიტექტორები უკვე ცდილობენ მარსზე ადამიანებისთვის საცხოვრებლად განკუთვნილი პროექტები შექმნან.პირველ რიგში,მარსის ტერიტორიის ათვისება კაცობრიობისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია,თუმცა საქმე მარტო მეცნიერულ აღმოჩენებს არ ეხება, ეს შეიძლება მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების საწინდარიც კი იყოს.
მარსი იქ არის და ელოდება ჩვენ მიღწევას -Buzz Aldrin
MARS SCIENCE CITY
მარსის სამეცნიერო ქალაქი ესაა სიმულაცია,რომელიც ჯერ დედამიწაზე განხორციელდება და შემდგომ შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება მარსზე. ინჟინერების და დიზაინერების გუნდი Mohammed bin Rashid კოსმოსური ცენტრიდან ცდილობენ დედამიწაზე შექმნან მარსთან დაახლოებული პირობები,რომელსაც შემდგომ უკვე წითელ პლანეთაზეც გამოიყენებენ.მარსის სამეცნიერო ქალაქი შეიქმნება 3D ფორმატში და რეალობასთან უფრო დასაახლოებლად გამოიყენებენ ემირატების უდაბნოს მიწას.თუმცა ეს პროცესი საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული,რადგად მარსზე არ არის მაგნიტური ველი და ეს ყველაფერი რადიაციის გავლენას ზრდის იქ არსებულ ობიექტებზე.
MARS CASE
2018 წელს შეიქმნა პროექტი MARS CASE,რომელიც არის საცხოვრებლის ტიპის ობიექტი,შექმნილი სპეციალურად მარსზე ცხოვრებისთვის. OPEN Architecture-ს პარტნიორი ამ პროექტზე არის Xiaomi და ის ინტეგრირებადი ხელსაწყოებით შექმნით იქნება დაკავებული.ისინი ცდილობენ ოპტიმალურად გამოიყენონ მარსზე არსებული რესურსები და იდეალური გარემო შექმნან საცხოვრებლად წითელ პლანეტაზე.Mars Case არის ალუმინის კუბი, რომელიც არის 130 კვადრატული ფუტის ფართობზე – ადვილად შეფუთული და დაწყობილი ტრანსპორტირებისთვის.
Zopherus
Nasa-ს კონკურსის გამარჯვებული მარსზე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაში არის Zopherus, რომელიც შექმნილი იყო არკანზასის გუნდის მიერ. დიზაინი ითვალისწინებს პლანეტაზე არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, დასახლებას ექნება მომრგვალებული ქოხის მსგავსი სტრუქტურა.კონსტრუქცია მთლიანად მოდელირდება და დამზადდება 3D პრინტერში,რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანის ჩარევა,აქედან გამომდინარე მარსზე ადამიანების ჩასვლამდე იქნება მზად საცხოვრებელი კომპლექსი.პროექტის კონცეფცია ერთი შეხედვით მარტივია,მარსზე უნდა მოხდეს მოწყობილობის გაშვება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება რობოტების სერიით ნედლეულის შესაგროვებლად. შემდეგ ის შეურევს მასალებს და დაბეჭდავს თითოეულ ექვსკუთხა სტრუქტურას.პრაქტიკულად მიწიდან, მზადდება „ბეტონი“,რომელიც წარმოიქმნება მარსის მტვრისგან, ყინულისა და კალციუმის ოქსიდისგან.
Martian Seed of Life
ვარიტ ზაკმა და აირ ამზარმა მარსზე პირველი დასახლების აშენებისთვის შემოგვთავაზეს პროექტი,რომელიც ითვალისწინებს მთავარ მასალად ბამბუკის გამოყენებას.მათი დიზაიანი იყო პირველი, რომელიც არც 3D პრინტერის გამოყენებას ითვალისწინებდა და არც რესურსების დედამიწიდან მარსზე გადატანას.იმის შემდეგ რაც მოხდა ალტერნატიული მასალების გამოკვლევა, ბამბუკმა შეძლო წითელ პლანეტაზე არსებულ გარემო პირობებთან ადაპტირება და ხელოვნურად ჩარევის გარეშე გამრავლება. ამის გარდა ბამბუკს თავისუფლად შეუძლია მარსზე არსებობა ნახშირორჟანგის სიმრავლის წყალობით, რაც ასევე დამატებითი საკვების წყაროც შეიძლება გახდეს ადამიანისთვის. საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციები იყენებდნენ სწრაფად მზარდ მცენარეებს საცხოვრებელი ადგილების შესაქმნელად,სწორედ ეს იყო ამ პროექტის დასაბამი იდეა.
MARSHA
NASA-ს კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა MARSHA-მ, რომელიც არის არქიტექტორების ხედვა კოსმოსური ქარხნის არსებობაზე.ნაგებობა არის ვერტიკალური,კვერცის ფორმის სტრუქტრით, რომელიც დაფარულია ორმაგი ფენით რათა მარტივად გაუძლოს ატმოსფერულ წნევას.პროექტი მთლიანად აიგება 3D პრინტერის გამოყენებით და განკუთვნლი იქნება მარსის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალის დასამზადებლად.სამშენებლო მასალა მიიღება მარსის ზედაპირიდან ბაზალტის შერევით მცენარეულ ბიოპლასტიკატთან. სრული ოთხივე დონე იქნება განკუთვნილი ადამინების საცხოვრებლად და თითოეულ სართულს ექნება 360º პანორამული ფანჯარა,რომელიც გამოსხივების მაღალი დონის პირობებში ავტომატურად დაიფარება გარე დამცავი ფენით.
ავტორი: თაკო თათხაშვილი