Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas © Dennis Esakov

 

ალბათ ხშირად დაგინახიათ რიყის პაკში განთავსებული ორი უზარმაზარი შუშის შენობა, რომლებიც წლებია უფუნქციოდ არის, თუმცა მაინც იმ შენობების რიცხვს მიეკუთვნება, რაც არ უნდა შორი მანძლიდან ვადევნებდეთ თვალს, მაინც მიიქცევს ჩვენ ყურადღებას. 2012 წელს დაიწყო ე.წ რიყის დოქების პროქტზე მუშაობა, რომლის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასი იყო.თავდაპირველი ჩანაფიქრი თითოეული ნაგებობის გამოყენებას გულისხმობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთი შენობა განკუთვნილი იყო საგამოფენო დარბაზისთვის, ხოლო მეორე მუსილაკური თეატრისთვის.რთი შეხედვით რიყის დოქები მართლაც,რომ წარმატებული პროექტის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზუალურად, თუმცა წლების განმავლობაში ჩატარებული უშედეგო აუქციონები სხვა რამეზე მეტყველებს.და მაინც რა არის ამის მიზეზე?

 

Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas-Archdaily

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ორივე ნაგებობაში არის დარჩენილი სარემონტო სამუშაოები,  რომლის ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს.თუმცა მხოლოდ ეს თანხა არ არის დამაბრკოლებელი მიზეზი და სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამის შესახებ.ე.წ რიყის დოქების ყიდვა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და არც თუ ისე მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტს მათ  შეძენას ვალდებულია 3 წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ  10 მლნ ლარის ინვესტიცია და მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა, კომპლექსში მოიაზრება საგამოფენო დარბაზები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები  და ა.შ. პირობების არსებული ჩამონათვალი შესაძლოა ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისთვის კარგი იყოს ,მაგრამ თუ ამას ინვესტორების მხრიდან შევხედავთ, უკვე არც თუ ისე სახარბიელოდ მოგვეჩვენება.

Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas-Archdaily

პროექტის დაწყვებისთანავე უამრავი ადამიანი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, ეს გასაგებიც იყო, რადგან ისეთი ისტორიული არქიტექტორის მქონე ქალაქში  როგორიც თბილისია, ასეთი უხეში ჩარევა მის არქტირექტურაში შესაძლებელია ცუდად დასრულებულიყო და მართლაც ასე მოხდა, ექსპერტების აზრით სწორედ ასეთი ჩარევების გამო ვერ მოხვდა თბილისი იუნესკოს დაცული ქალაქებს სიაში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ სიტუაციას და გაფიქრებს გადადგმული ნაბიჯების სისწორეში.

Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas-plan

წარუმატებელი პროექტი, თუ არასწორი მდებარეობა?!

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ რიყის დოქების პროექტი ასეთი თვალსაჩინო და მიმზიდველია, სამწუხაროდ მის ეკონომიკურ ღირებულებაზე იგივეს თქმა არ შეგვიძლია. მისი თავდაპირველი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო, თუმცა უკვე მეოთხე აუქციონზე მისი ფასი ფაქტიურად განახევრდა. პროექტის ასეთ წარუმატებლობას ვერ დავუკავშირებთ თავად არქიტექტორს ან მის ნამუშევარს, რადგან სწორედ მისი შექმნილია იუსტიციის სახლიც და არაერთი ნაგებობა მთელი ევროპოს მასშტაბით.

Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas-section

,,რიყის დოქების’’ ამდენი ხნით უფუნქციოდ ყოფნა  მართლაც  გასაკვრია, რადგან უამრავი შეთავაზება იყო გაჟღერებული ქართველი ეკონომისტების თუ ხელოვანების მხრიდან, რაც მოიცავდა ღვინის მუზეუმს, თეატრს და ა.შ. სახელწმიფოს უჭირს შენობის  ასე მარტივად გასხვისება, ეს ყველაფერი მშენებლობისთვის გაღებული კოლოსალური თანხების გამო ხდება, თუმცა უკვე წლებია ასეთი არქიტექტურული ნამუშავარი უფუნქციოდაა და საკმაო დანახარჯებთან არის დაკავშირებული მისი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოდნა. ალბათ სწორი იქნება თუ წარუმატებლობის მიზეზს ვეძიებით ადგილში, სადაც ის აშენდა და მიზანში რისთვის იყო განკუთვნილი.

Rhike Park, Music Theatre and Exhibition Hall / Studio Fuksas © Dennis Esakov

თბილისი ყოველთვის გამოირჩეობა ისტორიული არქიტექტურით, რაც ტურისტებისთვის მას უფრო მიმზიდველს ხდიდა, განსაკუთრებით რიყის პარკის ტერიტორია, რომელიც ამხელა ისტორიას ატარებს  და ასევე ისტორიული ძეგლებთ არის შემოსაზღვრული, მთლიანად თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებით აღჭურვეს. თავად ,,რიყის დოქებიც’’ პარკის ცენტრშია განლაგებული, რაც თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში ბევრ დაბრკოლებას წარმოქმნიდა მისასვლელი გზის მხრივ და ფართობის არაოპტიმალურად გამოყენებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მრავალი მიზეზის გამო ე.წ რიყის დოქები გადაჰყურებს ძველ თბილისს იმის მოლოდინში, რომ მალე შეიძენს ფუნქციას და უამრავი ტურისტის, თუ ადგილობრივი მოსახლის  გულებს დაიპყრობს.

 

ავტორი: თაკო თათხაშვილი 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.