თქვენი სახლის შიგნიდან ან გარედან მოხატვა ერთ-ერთი საუკეთესო და სწრაფი გზაა კონკრეტული ოთახის ან მთელი სახლის მარტივად გადაკეთებისთვის. თუმცა შესაფერისი ფერთა პალიტრის არჩევა იმაზე მეტ დროსა და კვლევას მოითხოვს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ხშირად კი არც კი ვიცით საიდან დავიწყოთ და რა ფერები შევარჩიოთ. საქმე რომ გაგიმარტივოთ, შევკრიბეთ 5 საუკეთესო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ იდეალური საღებავი თქვენი სახლისთვის.
აიღეთ რამდენიმე საღებავის ნიმუში
რამდენიმე ფერის საღებავის ნიმუშის აღება შესანიშნავი გზაა, რათა შეძლოთ თქვენთვის სრულყოფილი ფერის არჩევა. ამ საშუალების წყალობით, მოგვიანებით არ ინანებთ თქვენს გადაწყვეტილებას. ადამიანების უმეტესობა რეალურად ვერ აფასებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხრიკი. მთელი ოთახის შეღებვრის ნაცვლად, ერთმანეთის გვერდით, პატარა სივრცეზე სცადეთ რამდენიმე ფერი. ამ საშუალებით შეძლებთ საღებავს შეხედოთ სხვადასხვა განათების პირობებში და წამოიდგინოთ რომელი უკეთესი იქნება ოთახისთვის. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, აიღეთ იმდენი ფერის ნიმუში, რამდენიც გჭირდებათ, რათა საბოლოოდ იპოვოთ თქვენი საყვარელი!
ეძიეთ ინსპირაცია
მრავალი ათწლეულის განმავლობაში, კატალოგები და სახლის დიზაინის ჟურნალები შესანიშნავი ვარიანტი იყო სახლის დეკორის შესარჩევად. თუმცა, გასაოცარი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ უკვე გვაქვს უამრავი შთაგონება, რომელიც ჩვენს ხელთაა.სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Instagram და Pinterest, მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი ადგილიდან, სადაც შეგვიძლია მოვიძიოთ ფერების შთაგონება და იდეები.
გაესაუბრეთ ფერების კონსულტანტს
ეს რჩევა ძალზე სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან დარწმუნებული საუკეთესო ვარიანტებში. კონსულტაცია დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილებები ბევრად უფრო მარტივად. ფერების კონსულტანტი არა მხოლოდ მოგაწოდებთ საღებავების სხვადასხვა ფერთა ვარიანტს, არამედ თქვნს სახლსა და პირად გემოვნებას მოარგებენ ფერთა პალიტრას. თუმცა, სანამ მათ შეხვდებით, ჩამოაყალიბეთ რაც შეიძლება მეტი იდეა და დეკორაციის შთაგონება, რათა მათ იცოდნენ, რა სახის იდეები გაქვთ მხედველობაში.
აიღეთ ფერთა ინსპირაცია პრინტებისგან
ინტერიერის სრულყოფილი საღებავის ფერის არჩევის ერთ-ერთი უმარტივესი გზაა თქვენი საყვარელი პრინტის ნიმუშისა და ქსოვილის დათვალიერებით დაწყება. იქნება ეს საწოლებიდან, გაფანტული ბალიშებიდან ან თუნდაც მშვენიერი მაგიდის ქსოვილისგან, საღებავების იდეები ნამდვილად შეიძლება გამოჩნდეს ყველგან და ყველაფერში.
იპოვნეთ იდეალური ფერი ხელოვნების ნიმუშების საშუალებით
და ბოლოს, შეეცადეთ აირჩიოთ ფერები თქვენს სახლში არსებული ნახატებიდან ან სხვა ნამუშევრებიდან. შთაგონების ერთ-ერთი უდიდესი ფორმა ნამდვილად შეიძლება მოდიოდეს თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუშებიდან ან ანტიკვარებიდან.თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი ფერები ხელოვნების ზოგიერთი ნიმუშიდან, რათა შექმნათ ახალი ფერი, რომელიც შესაფერისია გარკვეული ოთახისთვის.
მარიამ მახარაძე