აქ გაჩვენებთ იმ სახლების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც მართლაც რომ უცნაურად გამოიყურებიან. რაც ამ სახლებს აერთიანებს არის მათი უნიკალური არქიტექტურა და ამ არქიტექტურის მიღმა არსებული იდეა. ასევე მათი შემქმნელების უსაზღვრო წარმოსახვის უნარი და არატრადიციული აზროვნება.

ხოჭოს სახლი

ხოჭოს სახლი მდებარეობს ავსტრიაში, ზალცბურგისგან არცთუ ისე შორს, სოფელ გნიგში.  შენობა დაპროექტდა მარკუს ვოგლრეიტერის მიერ ხოჭო მანქანის ინსპირაციით.  მეპატრონეება 70-ან წლებში ჩვეულებრივი შენობა იყიდეს და მთლიანად შეუცვალეს იერსახე. შენობის სრული მოწყობა  2003 წელს დასრუდა და ის სრულიად ეკომეგობრული გახლავთ, მას ენერგიაზე მომუშავე გათბობაც კი არ აქვს.

რაციონალური სახლი ავსტრალიაში

შენობა, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მოგვაგონებს გამოირჩევა რაციონალური, ძალიან ელეგანტური და გამარტივებული დიზაინით. სახლის დიზანის შექმნა დაევალა არქიტექტორ ჯეიმს სტოკველს. მისი მთავარი ამოცანა იყო დიზაინისა და ზღვის განსაცვიფრებელი ხედების ერთმანეთთან შერწყმა. სტოკველმა გააერთიანა ექსტერიერის კონტურები ჰორიზონტისა და ექსტერიერის გავლენით, რომელიც ბუნების გავლეითა და შეკუმშული სცენური პეიზაჟებით იყო შთაგონებული.

ლოკოკინას ჯავშანი სოფია, ბულგარეთში.

ეს გიგანტური, ფერადი ლოკოკინა მოექცა ყველაზე უცნაური შენობების სიაში. იგი აშენდა 2008 წელს სიმეონ სიმეონოვის მიერ. სწორედ მან შექმნა ეს უნიკალური საოჯახო სახლი.

ბუნდის ფინანსური ცენტრი, შანხაი

ეს უცნაური და საინტერესო შენობა გამუდმებით იცვლის გარეგნობას.  შენობაში, დღეში რამდენჯერმე ფოლადის სვეტების მეშვეობით ტრიალებს ტრადიციულ ჩინურ ოპერაზე დაფუძნებული სამი ფარდა. გამოფენებისა და ივენთებისთვის განკუთვნილი შენობა ყურადღებას იქცევს ბრინჯაოსა და ოქროსფერი ფერთა გამით. არქიტექტორებმა თომას ჰეზერვიკმა და ნორმან ფოსტერმა ამ შენობით, რომელიც შანხაისში მდებაორებს სახელი გაითქვეს.

ნახევარსფერო, ვალენსია

არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას თქმით, ვალენსიაში ნახევარსფეროს არაჩვეულებრივი არქიტექტურა წარმოადგენს უზარმაზარ ადამიანის თვალს.  შენობაში განთავსებული  3D IMAX კინოთეატრი. თავისი განსაკუთრებული დიზაინით, ნახევარსფერო შესანიშნავად ერწყმის მის გარშემო მდებარე სახლებს.  ყველა ეს შენობა ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის ნაწილია და ის გაშენებულია დამშრალი მდინარის კალაპოტში.

მოცეკვავე სახლი, პრაღა

ამ შენობამ, რომელიც  არქიტექტორმა, ფრენკ გერიმ დააპროექტა, მიიღო მეტსახელი “ჯინჯერი და ფრედი” მოცეკვავე წყვილთან მსგავსების გამო. კრიტიკოსები ამ უნიკალური არქიტექტურის ნიმუშს აფასებენ, როგორც პრაღის ტრადიციული არქიტექტურის იერის დარღვევას. შენობის მომხრეები კი აქებენ მრავალი ჯილდოს მფლობელი შენობის დინამიურ სტრუქტურას.

ლოტუსის ტაძარი, ნიუ დელი

სახელიდან გამომდინარე, ინდოეთში, ნიუ დელიში მდებარე ტაძრის ინსპირაცია ლოტუსის ყვავილისგან მომდინარეობს. ტაძრის უჩვეულო არქიტექტურა, სხვა მრავალთან ერთად შეიცავს 27 თავისუფლად მდგარ მარმარილოს ელემენტს, რომლებიც მოდელირებულია ლოტუსის ყვავილის მიხედვით. 40 მეტრი სიმაღლის შენობა გათვლილია დაახლოებით 2500 ადამიანზე და წარმოადგენს  ბაჰაის რელიგიურ ცენტრს.

ჩაიდნის ფორმის შენობა, ჩინეთი

ზოგიერთ ადამიანს მოსწონს უჩვეულო შენობები, თუმც ჩინეთში, ვუქსში მდებარე ეს შენობა უკიდურესად უცნაურია. შენობა უჩვეულოა არამხოლოდ ფორმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის ბრუნავს. სახელმწიფო კომიტეტის თქმით, ტურიზმისა და საინფორმაციო ცენტრი თვლის, რომ ძალიან კარგია. ამ შენობის შემდგომ, მშენებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აეკრძალათ გიჟური სახლების აშენება “უცნაური” ან “სასაცილო” ფორმებით.

 

 

მარიამ მახარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.