ტყავი, აბრეშუმი და ხე უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა ტრენდული ხდება უცნაური მასალიგან დამზდებული ავეჯი. ისინი მზადდება გადამუშავებული ძველი მასალისგან და ეკომეგობრულთან ერთად ისინი გამორჩეული დიზაინით ხასიათდება.
ჭაღები ველოსიპედის ჯაჭვებისგან
ეს ჭაღები დამზადებულია უჩვეულო მასალისგან, ველოსიპედის ჯაჭვებისგან. ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა მულტიდისციპლინურმა მხატვარმა კაროლინა ფონტურა ალზაგამ საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნა ამ შთამეჭდავი ჭაღების დიზაინი. ეს საოცარი მხატვარი ცდილობს გამოუყენებელ, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს ახალ სიცოცხლე აჩუქოს. ის ამ უჩვეულო მასალისგან ქმნის ხელოვნების ნიმუშებს.
გასაბერი ფოლადის სკამები
მსგავსი ტიპის ავეჯი დამზადებულია ფოლადის ფირფიტებისგან, რომლებიც შედუღებულია კუთხეებში. ერთადერთი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის რომ აიღოთ ეს ფირფიტები და ჰაერის ტუმბოს გამოყენებით გაბეროთ. უნიკალური კოლექცია შეიქმნა დიზაინერის სურვილის გამო, შეექმნა გამძლე, მსუბუქი ავეჯის ნაწილები, რომლებიც ადვილად გადასატანი იქნებოდა, თუნდაც 5 წლის ბავშვისთვის! პოლონელი არქიტექტორი და დიზაინერი ოსკარ ზიეტა არის ავეჯის გენიალური დიზაინის მთავარი ოსტატი. სავარძლებისა და სკამების ხაზი ხელმისაწვდომია უამრავ ნათელ ფერებში, რაც აუცილებლად შემატებს სიხალისეს ნებისმიერ სივრცეს.
ენნი ეველინი
ენნი ეველინი არის მხატვარი და დიზაინერი, რომელიც თავისი ნამუშევრებისთვის სხვადასხვა მასალას იყენებს. ის ამუშავებს ლითონს ავეჯის შესაქმნელად და მასში ჭრილებს ტოვებს ახალდაკრეფილი ყვავილების ჩასამაგრებლად. როგორც დიზაინერი ამობობს: „მე ვიყენებ ავეჯის თანდაყოლილ ინტერაქტიულ თვისებებსა და ადამიანის სხეულთან ურთიერთობას ახალი და გასაკვირი გამოცდილების შესაქმნელად“.
სავარძლები, რომლებიც ყვავილებით არის მორთული მთლიანად ხელით არის გაკეთებული. აბრეშუმის, ყვავილების, ქაფის და ხის გარდა, ერთადერთი სხვა მასალა, რომელიც გამოიყენება ამ შედევრის დასამზადებლად, არის ხელოვნება და განუმეორებელი ნიჭი.
მარიამ მახარაძე