ფენ შუი არის საგნების განლაგებისა და მოწყობის ხელოვნება. წარმოიშვა ჩინეთში 3000-ზე მეტი წლის წინ, ფრაზის პირდაპირი თარგმანია “ქარი (ფენგი) და წყალი” (შუი). ეს ორივე ელემენტი  ჩინურ კულტურაში ასოცირდება კარგ ჯანმრთელობასთან. ფენგ შუის ინტერიერის გაფორმება მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი იმ გარემოსთან შერწყმით, რომელშიც ცხოვრობთ.

სახლის მოწყობა ფენ შუის მიხედვით

 

ფენ შუის ფილოსოფიის ძირითადი წესი წესრიგის დაცვაა. მოიშორეთ წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა უსარგებლო საგანი, რადგან ისინი გამოყოფენ უარყოფით ენერგიას (იინს). ამის შემდეგ, დაალაგეთ ოთახები, ყველაფერი სწორ ადგილას მოათავსეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს პოზიტიური ენერგიის (იანგის) თავისუფლად გადინება, სიმშვიდისა და კეთილდღეობის შეტანა ოთახებში.ზოგადად, ეს პრაქტიკა გვთავაზობს ბუნებრივი მასალების არჩევას, როგორიცაა ხე, ქვა ან ლითონი. ასევე აუცილებელია დღის ბუნებრივი განათების შენარჩუნება  დიდი ფანჯრებისა და ღია ფერის ფარდების მეშვეობით.

ჰოლი

ფენ შუის მიხედვით შემოსასვლელი დერეფანი გაფორმებული უნდა იყოს თბილი ფერებით შესრულებული ნახატებით. კარგი იქნება თუ აქ გექნებათ სარკე, რადგან ის ცუდ აურას განდევნის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სარკე არ უნდა იყოს კარის წინ და საძინებელში. თუ მას სარკის წინ მოათავსებთ მისი დიდი ენერგია შესაძლოა სახლიდან გავიდეს, ხოლო საძიბლში ეს ენერგია ხელს შეგიშლით დაძინებაში.

საძინებელი

ამ ოთახში სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი ძილისთვის. მოიშორეთ კომპიუტერები, ტელევიზორები და სპორტული ინვენტარი, რომლებიც ხელს გიშლიან დასვენებაში. გარდა ამისა, საწოლი განთავსებული უნდა იყოს კარიდან მოშორებით, მისი საზურგე კი უნდა იყოს საყრდენ კედელზე მიბჯენილი. საძინებელი ოთახი მაქსიმალურად შორს უნდა იყოს სახლში შემოსასვლელი მთავარი კარიდან.

სამზარეულო

მოერიდეთ ზედმეტი ნივთების დაგროვებას სამზარეულოში, განათავსეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია სამზარეულო არ იყოს ძირითად შემსასვლელ კართან ახლოს, რადგანაც შესაძლოა დაიკარგოს პოზიტიური ენერგია. სასურველია აქ რამდენიმე დონის განათება იყოს, ასევე სასურველია სამზარეულოს ავეჯს ჰქონდეს მომრგვალებული ფორმები. განსაკუთრებით კი მაგიდას.

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი სახლის გულია. აქ ვიღებთ სტუმრებს და ვატარებთ დროს ოჯახთან ერთად. მთავარი ელემენტი არის დივანი, რომელიც შემოსასვლელის პირდაპირ უნდა იყოს განთავსებული რათა შექმნას სტუმართმოყვარეობის შეგრძნება.  ეცადეთ ოთახის კუთხეები შეავსოთ მცენარებიითა და ყვავილებით, რათა თავიდან აირიდოთ უარყოფითი ენერგიის დაგროვება.

 

მარიამ მახარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.