მათთვის ვინ მაღალსართულიან შენობაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა აქვს აივანს, აქ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი პატარა, მწვანე ოაზისი, რათა განიტვირთოთ ქალაქის აურზაურისაგან. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე შექმნათ სასურველი დიზაინის აივანი ბიუჯეტურ ფასად.

 

მაგიდა და სკამები

პატარა დასაკეცი მაგიდა და რამდენიმე დასაკეცი სკამი არის ის, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ დატკბეთ დილის ხედით თქვენი აივნიდან. თუკი არ გსურთ, რომ მოულოდნელმა წვიმამ ავეჯი არ გაგიფუჭოთ, გირჩევთ შეიძინოთ წყალგაუმტარი მაგიდა და პუფები, ისინი დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან და უძლებს ყველანაირ ამინდს.  შეგიძლიათ აქვე განათავსოთ ქოთნის მცენარეები, რომლებიც გარემოს კიდევ უფრო გაგილამაზებენ.

Furniture ideas to enhance your home balcony design – Beautiful Homes

კედლები

გააფორმეთ კედლები თქვენი სურვილისამებრ. გასაფორმებლად გამოიყენეთ სურათები ან ხელნაკეთი ნივთები. ასევე შეგიძლიათ ააწყოთ სასურველი ფორმისა და ზომის თაროები თქვენთვის სასურველი დეკორაციის განთავსებისათვის.

სანათები

კარგი განათება კომფორტული გარემოს ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, შეარჩიეთ თბილი და ნაზი  ფერის განათება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმის და ზომის  ნათურები  კედლებისა და მოაჯირების გასაფორმებლად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალფეროვანი დეკორაციული განათება და შეიქმნათ მყიდრო გარემო.

განახლება

აინის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ნივთები, რომლებსაც უკვე აღარ იყენებთ. მარტივი შტრიხების მეშვეობით თქვენ ამ ნივთებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ და დეკორაციისთვისაც საკმაოდ ბიუჯეტურ ნივთებს შექმნით. მაგალითად ძველი კიბე შეიძლება მცოცავი მცენარეებისთვის შესანიშნავი საყრდენი გახდეს, ასევე ჩვეულებრივი შუშის ბოთლისგან შექმნით ორიგინალური სასანთლე. გამოიყენთ თქვენი კრეატივი და არსებული ნივთებისგან შექმენით სასურველი დეკორაცია.

მარიამ მახარაძე

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.