ბაღის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. კარგი ბაღი მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სახლის საბაზრო ღირებულებას, გარდა ამისა,  ეს ის ადგილია,სადაც შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო თქვენს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. სწორედ ამიტომ ბაღის მოწყობის პროცესი  საკმაოდ მნიშვნელოვანი  და პასუხიმგებლოა.

ჩვენ გიჩვენებთ 5  მარტივ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბაღის გალამაზებაში.

 ფერი

პირველ რიგში, ბაღის მოწყობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  ფერები.სწორად შერჩეულ ფერებს შეუძლია თვქენი ბაღი უფრო ვრცელი გახადოს, უფრო მეტიც, მისი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ ოპტიკური ილუზია.ეცადეთ გამოიყენოთ თბილი და ცივი ფერები ბაღის მცენარეების შერჩევისას. თბილი ფერები ეს არის : წითელი, სტაფილოსფერი და ყვითელი.ისინი შესანიშნავი არჩევანია ვიზუალური ეფექტისათვის, რადგან ისინი ობიექტებს უფრო ახლოს აჩენენ ვიდრე სინამდვილეშია. ცივი ფერებია ლურჯი, იასამნისფერი და მწვანე, მათ რელაქსაციის საუკეთესო ეფექტი აქვთ. ასეთი ფერები პატარა ბაღისთვის საუკეთესო გამოსავალია, რადგან ობიექტს შედარებით შორს აჩენს და სივრცეც შესაბამისად მეტად ჩანს.

ზოლები

ერთი ფერისა და ერთი ჯიშის ყვავილების ერთად დაჯგუფება საუკეთესო ვიზუალურ ეფექტს ახდენს.  იგი განკუთვნილია ყურადღების მისაქცევად და შეგიძლიათ ეს ზოლები გამოიყენოთ საყვავილე მონაკვეთების ერთმანეთისგან გამოსაყოფადაც.

ფორმა

ფორმის მიცემა სჭირდება ბაღში არსებულ ყველა ელემენტს, დაწყებული ხეებიდან, დამთავრებული გაზონით. სწორი, დახვეწელი ფორმები საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენი ბაღის საერთო იერსსახეს. სასურველია ბუჩქებისთვის შეარჩიოთ მომრგვალებული ფორმა, შედარებით დიდი ზომის მცენარეებისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ პირამიდის ფორმები. ასევე გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და კრეატიულობა ახალი ფორმების შესაქმნელად.

ტექსტურა

ბაღის ტექსტურა მოიცავს არამარტო მცენარეებსა და ყვავილებს, არამედ ბაღის დეკორაციებს, სკამებსა სხვა ელემენტებს. ამ ყველაფერს ბაღში შემოაქვს ჰარმონია. სასურველია გამოიყენოთ მცირე ზომის ბაღის ფიქურები, ასევე ფერადი ნათურები, რომლებიც მეტ სიმყუდროვეს შემატებს თქვენს სივრცეს.

ფართობი

ყველა ზემოთ ხსენებული ელემენტი დამოკიდებულია ფართობზე. თქვენ ამის მიხედვით არჩევთ რა ზომის და რა რაოდენობის მცენარე უნდა განათავსოთ აქ. გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ დიდი ზომის დეკორაციული ფიგურები მცირე ზომის ბაღში, ეს გადაფარავს მცენარეებს და დაუკარგავს სიმყუდროვეს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარეები იზრდებიან.  მათი დარგვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მათთვის უფრო მეტი ადგილი, რათა გაზრდის პროცესში ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს.

 

მარიამ მახარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.