რა არის ვირტუალური რეალობა?
ვირტუალური რეალობა უფრო მეტია, ვიდრე ეკრანიდან გამოსახულების გადმოტანა რეალურ ცხოვრებაში.ჩვენი ტვინი ამ ტექნოლოგიის საშუალებით გვათავსებს ვირტუალურ სამყაროში და ჩვენი სხეული ამ დროს რეაგირებს და რეაგირებს ისე, თითქოს იქ ვიყოთ.
მაგრამ როგორ გვაიძულებს ვირტუალური რეალობის სათვალეები გვჯეროდეს, რომ სხვა ადგილას ვართ? ვირტუალური რეალობის სათვალეების მთავარი მიზანია ჩვენი ტვინის მოტყუება, რეალობის სიმულირება და ჩვენი თვალის აღქმადობის შეცვლა.
ვირტუალური რეალობის სათვალე
VR სათვალეს აქვს სტერეოსკოპური ეკრანი,რომელიც იგივე გამოსახულებას ორი კუთხით აჩვენებს თვალს.ასევე გამოსახულებას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით შეუძლია სინქრონიზაცია ჩვენი მოძრაობის პარალელურად,ამას კი სათვალეში ჩამაგრებული ჩიპის საშუალებით ანხორცილებს.
ვირტუალური რეალობა უძრავ ქონენაბაში
უძრავი ქონების სააგენტოები და დეველოპერები იყენებენ ვირტუალურ რეალობას, როგორც თანამედროვე მიდგომას უძრავი ქონების სექტორში.მაგალითად, ვირტუალური ტურების წყალობით, მათ შეუძლიათ შესთავაზონ განსაკუთრებული სერვისი და კომფორტული გარემო, რომ საკუთარი თვალით ეწვიონ თავიანთი ოცნების სახლს ადგილზე მოსვლის გარეშე.
და საქმე ისაა, რომ უძრავი ქონების მარკეტინგულ კამპანიებში იმიჯი მთავარია. ამ მიზეზით, უძრავი ქონების კომპანიები ხშირად იყენებენ ამ ტიპის ინოვაციებს და რეალისტურ ციფრულ სურათებს, რომლებიც შექმნილია 2D ან 3D მოდელებისგან.