გასართობი ოთახი შეიძლება იყოს განკუთვნილი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.ყოველდღიური ცხოვრების რიტმი საკმაოდ სტრესულა,ამიტომ სახლში გვჭირდება განსატვირთი სივრცე.გასართობი ოთახი არ არის აუცილებელი კომპიუტერის ეკრანებით იყოს შემოსაზღვრული,რადგან მათთვის მრავალფეროვანი დანიშნულების მიცემაა შესაძლებელი.
სამაგიდო თამაშების ოთახი
სამაგიდო თამაშები დღესაც საკმაოდ პოპულარულია,მიუხედავად იმისა რომ უკვე თითქმის ყველას შესაბამისი აპლიკაცია არსებობს. ასეთი ოთახის მოსაწყობად მინიმალური შტრიხებია ინტერიერში აუცილებელი,როგორიცაა კომფორტული მაგიდა და მოსასვენებელი კუთხე,ღია ფერის ავეჯი და შესაბამისი აღჭურვილობა მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად,სადაც მშვიდ საღამოს გაატარებთ მეგობრებთან ერთად,ითამაშებთ მონოპოლიას,ჭადრაკს და სხვა სამაგიდო თამაშებს.
სათამაშო ოთახი
სათამაშო ოთახისთვის სწორი დიზაინის შერჩევა აუცილებელია,რადგან ხშირად იქ საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. თუ კომპიუტერული თამაშების ფანი ხართ და ყოველდღე გიწევთ სხვადასხვა სამყაროში ფეხის შებიჯება აუცილებელია,რომ შესაბამისი გარემო გქონდეთ. მაგალითად სათამაშო ოთახებისთვის კედლების ცივი ფერი და ნეონის განათებაა იდეალური,რომელიც სიბნელის ეფექტს ქმნის.ოთახი უნდა იყოს დაკომპლექტებული შესაბამისი აღჭურვილობით და ავეჯით,თუმცა მინიმალისტურ სტილში,რათა მთელი ყურადღება მოწყობილობებზე იყოს გადატანილი.
თამაში ვარჯიშისთვის?
ფორმაში ყოფნა ასევე თამაშის ნაწილია, არა?ცხოვრების რიტმი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას რეგულარულად მოვინახულოთ სპორტდარბაზი,ამიტომ თუ იგი სახლში გვექნება, ამით დროსაც დავზოგავთ და ენერგიასაც. შეიძლება ეს არ არის თქვენი ტიპიური სათამაშო ოთახის დიზაინის იდეა, თუმცა სპორტული დარბაზი მაინც მოგცემთ განტვირთვის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.
გასართობი ოთახი
გასართობი ოთახი ესაა სივრცე სადაც შეგიძლია განიტვირთო და ამავდროულად დროც ხალისიანად გაატარო. ოთახის ინტერიერი რეკომედირებულია გაწყობილი იყოს ცივი ფერებით,შესაძლოა ცენტრში გვქონდეს ბილიარდის მაგიდა, ან მაგიდის ფეხბურთი.ასეთი ოთახები ხშირადაა დაკომპლექტებული ვინტაჟური სათამაშო აპარატებით და ბარის სივრცით.