One central park არის შერეული დანიშნულების ორმაგი მაღალსართულიანი შენობა,რომელიც მდებარეობს სიდნეის გარეუბანში, ჩიპენდეილში.თავად შენობა მოიცავს ორ საცხოვრებელ კორპუსს,აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრთას. ასევე საცხოვრებელი კორპუსის გარდა დამატებით აქ ნახავთ 6 სართულიან სავაჭრო ცენტრს.საცხოვრებელი ფართებისსთვის განკუთვნილი სართულების მოცულობაა 34 და ამას ემატება ორი პენტჰაუსი.
თვითმართვადი შენობა
One central park არის იმის კარგი მაგალითი ,თუ როგორ შეუძლია შენობას იარსებოს საკუთარი რესურსებით,მაგალითად სწორედ ამ შენობაში არის დაბალი ნახშირბადის ტრი გენერატორი,რომელიც საშუალებას იძლევა თერმული ენერგიის წარმოების.შენობას იმის გარდა,რომ საკუთარი მოხმარებისთვის თერმული ენერგია გააჩნია,ასევე მასში წყლის რეციკლირებული ქსელია განთავსებული. წყლის რეციკლირებულ ქსელს შეუძლია შექმნას მარაგი,ისეთი წყაროებიდან როგორიცაა წვიმის წყალი,სადრენაჟო სისტემები და ა.შ.
დაკიდული ბაღები
შენობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მის გამწვანებულ ფასადშია. ე.წ ,,დაკიდული ბაღის’’ იდეა ფრანგი ბოტანიკოსის პატრიკ ბლანისა და არქიტექტორების Ateliers Jean Nouvel-ის თანამშრომლობით შეიქმნა. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით შენობის ფასადს ცოცხალი კედლის ეფექტი უნდა ჰქონოდა. ამისთვის გამოყენებულ იქნა 350 სხვადასხვა სახეობის 35000-ზე მეტი მცენარე. მათთვის შეიქმნა ლანდშაპტური ნიადაგი და ცალკე სარწყავი სისტემა. ყველაფერი ისეა განაწილებული,რომ მექანიკურად ნაწილდება მცენარეებზე წყალი და საკვები ნივთირებებიც.
სავაჭრო ცენტრი
Central park mall არის სავაჭრო ცენტრი განთავსებული შენობებს შორის,სადაც განლაგებულია მაღაზიები,კინო,კკვებითი მომსახურების დაწესებულებები და ა.შ. ამჟამად შენობას და სავაჭრო ცენტრს სხვაადასხვა მფლობელი ჰყავს,ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრი 175 მილიონ დოლარად გაიყიდა მის ახალ მფლობელზე.