წლების განმავლობაში ადამიანთა საერთო კეთილდღეობაზე საოფისე ცხოვრების შედეგების ხილვამ გამოიწვია  ახალი ტენდენციების განვითარება ოფისის დიზაინში.აქედან გამომდინარე დიზაინერები ცდილობენ ოფისის დიზაინში შეიტანონ შტრიხები,რომლებიც გარემოს უფრო მრავალფეროვანს გახდიან.

 

ღია სივრცე

ნაკლები კედლები მშვენიერი სანახაობაა თანამედროვე ოფისის დიზაინში. მრავალ სივრცეში მეტი ხედის შექმნა ხელს უწყობს თანამშრომლობას, საჭიროების შემთხვევაში უფრო ხელმისაწვდომ ცვლილებებს იძლევა იატაკის გეგმაში და უფრო იაფია მისი დაპროექტება, რადგან ნაკლები გამყოფი კედელი უნდა აშენდეს. ზოგადად, ეს არის ნაბიჯი თანამშრომლების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ღია სართულის გეგმა ასევე აადვილებს გადაადგილებას, რითაც ასევე თანამშრომლების დაახლოებას უწყობს ხელს.

 

 

ფერების ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის და ფერის დიზაინის ერთად გამოყენება ახლა ძალიან პოპულარული ტენდენციაა თანამედროვე ოფისის დიზაინში. დადასტურდა, რომ ფერები გარკვეულ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. მაგალითად, ნარინჯისფერი ადამიანებს უფრო ენერგიულად აგრძნობინებს თავს, რადგან ის მოგვაგონებს ზაფხულის მზეს და ახალ, მწიფე ფორთოხალს. მწვანე, ყვითელი და ლურჯი ასევე ხშირად გვხვდება თანამედროვე ოფისის დიზაინშიც!

 

მრავალფუნქციური სივრცეები

 

თანამშრომლობა და მრავალფეროვნება ეხმარება თანამედროვე ოფისს კარგად ფუნქციონირებაში. ოფისის დიზაინი, რომელიც მას მრავალფუნქციურს ხდის , ეხმარება სამუშაოს კარგად შესრულებაში.  ფუქნციები შეიძლება სხვადასხვა შეიძნოს სივრცემ,მაგალითად მოსასვენებელი ზონა, რბილი ავეჯი შესვენების საათების გასატარებლად ან უბრალოდ ლანჩის სივრცე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.