ხელოვნური არქიპელაგი
მსოფლიო კუნძულები (the world) არის პატარა ხელოვნური კუნძულების არქიპელაგი, რომელიც განლაგებულია მსოფლიო რუკის ფორმით, მდებარეობს სპარსეთის ყურის წყლებში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის სანაპიროსთან.კუნძულები შედგება ძირითადად ქვიშისგან, რომელიც ამოღებულია დუბაის არაღრმა სანაპირო წყლებიდან. პროექტი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის, დუბაის მმართველის მიერ. მშენებლობა ორ ჰოლანდიურმა (საერთო საწარმო) სპეციალისტმა კომპანიამ Van Oord-მა და Boskalis-მა განახორციელა. ამავე კომპანიებმა ასევე შექმნეს Palm Jumeirah.
პროექტი
პროექტის თავდაპირველი ღირებულება 13 მილიარდი დოლარია,არქიპელაგი შედგება კუნძულების შვიდი ნაკრებისგან,რომლებიც დედამიწის შვიდი კონტინენტის გამოხატულებაა. ყოველი ხელოვნური კუნძული დასახელებულია მისი წარმომადგენლობითი ქვეყნის, ღირსშესანიშნაობის ან რეგიონის გამო, როგორიცაა საფრანგეთი, მთა ევერესტი, და ა.შ.თითოეულ კუნძულზე ქვეყნის ენდემური მრავალფეროვნების მიხედვით არის ჩამოტანილი მცენარეები ,რაც მათ უფრო განსაკთრებულებს ხდის.
შეძენის მსურველთათვის
არქიპელაგში კუნძულის ყიდვა არც ისე მარტივია და ყველას არ შეუძლია,სანამ უშუალოდ კუნძულის მფლობელი გახდებით ბევრი ინსტანცია არის გასავლელი. აუცილებელია უშუალოდ საბჭომ დაგრთოთ ნება და ამის შემდგომ კი გაყიდვის ღონისძიებები დაიწყება.დაუმუშავებელი კუნძულის ღიებულება 16 მილიონი დოლარიდან იწყება და კუნძულის მოწყობა კი ამაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი ჯდება.
ექსკლუზიური არჩევანი
ყველას, ვისაც სურს ფლობდეს მსოფლიო კუნძულების ნაწილს, ასევე შეუძლია იხილოს კერძო შესყიდვის შესაძლებლობები ევროპის გულში. პროექტი ინვესტორებს სთავაზობს შანსს, შეიძინონ მეორე სახლი ერთ-ერთ საკურორტო კუნძულზე, მათ შორის ძვირადღირებული ვილები და სასახლეები, ასევე სრულიად კერძო კუნძულების ექსკლუზიური არჩევანი, ყველა მათგანს ექნება ევროპული კეთილმოწყობა. შთაგონებული სასტუმროები მათ კარზე.