სახლიდან მუშაობა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო პერიოდში, ეს პანდემიურმა მოვლენებმა გამოიწვია. სახლიდან მუშაობა შეიძლება გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული,რადგან სახლი ესაა სივრცე სადაც ვისვენებთ და დროს ვატარებთ სამსახურის შემდგომ,ამ სივრცის სამუშაო პროცესად გადაქცევა საკმაოდ რთულია.
ბუნებასთან დაახლოება
რასაც არ უნდა აკეთებდე არ აქვს მნშვნელობა, ეცადე შენი სახლის ოფისი მოაწყო ისე თითქოს გარე სამყაროსთან სიახლოვეშია.ამის გაკეთება მრავალგვარად შეგიძლია: იქონიე სახლის მცენარეები, გამოიყენე ხის ფერი ინტერიერში, დეკორატიული ქვები შექნილი ნატურალურ მატერიებისგან.თუ ამის შესაძლებლობა იქნება განათავსეთ მაგიდა ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს.
გახადე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი
კომპიუტერები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე სახლიდან მუშოაობას ეხება.კომპიუტერები უნდა განავათავსოთ ისეთ მაგიდაზე, სადაც მეტი სივრცე იქნება,მას შეიზლება დავუმატოთ პატარა პრინტერი და შევუდგეთ სამუშაო პროცესს.
გამოიყენეთ კომფორტული სკამი
კომფორტული სკამი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც სახლში ვცდილობთ ოფისის სივრცის მოწყობას.სკამის არჩევა არც თუ ისე მარტივია, რადგან იგი ჩვენი ჯამრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად კომფორტული და ჩვენ სხეულზე მორგებული სამი შევარჩიოთ.