Wat Pa Maha Chedi Kaew ასევე ცნობილი, როგორც მილიონი ბოთლის ტაძარი მდებარეობს.ტაძრის დიზაინი შექმნილია 1,5 მილიონზე მეტი ბოთლისგან. ბოთლების კოლექციის შექმნა დაიწყო 1984 წელს და 2 წელი დასჭირდა რათა მთავარი ტაძრის დიზაინი დასრულებულიყო.წლების განმავლობაში შემოგარენში მსგავსი ტიპის ახალი შენობები ემატებოდა და ზოგადად ტაილანდშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის დღეს მსგავსი დიზაინის მქონე შენობები,რომლებიც რელიგიურ დატვირთვას არ ატარებენ.
ისტორია
ტაძრის მშენებლობის ისტორიაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ბუდისტი ბერები ეძებდნენ საშუალებებს, რათა შეემცირებინათ ნარჩენების რაოდენობა და დახმარებოდნენ ადგილობრივ ტერიტორიას უფრო მწვანე ცხოვრების წესის წარმართვაში. შუშის ლუდის ბოთლების კოლექციით გადაწყდა, რომ მათი გამოყენება სამშენებლო მასალად იყო შესაძლებელი.ტაილანდში ახლაც აგრძელებენ ბოთლების მშენებლობას ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად და ბოთლების ნაგავსაყრელებისგან თავის დასაცავად.
China Daily-ის თანახმად, „ტაილანდურმა ბუდისტურმა ტაძარმა იპოვა ეკოლოგიურად სუფთა გზა, რათა გამოიყენოს გადაყრილი ბოთლები ნირვანაში მისასვლელად“.
მშენებლობა
მთავარ ტაძარს აქვს ბეტონის ბირთვი, შეგროვებული ბოთლებით გამოყენებული სამშენებლო მასალად. გამოიყენება ორი სახის ბოთლი; მწვანე ჰეინეკენის ბოთლები და ყავისფერი ჩანგის ლუდის ბოთლები. მას შემდეგ, რაც 1984 წელს ადგილობრივმა ბერებმა დაიწყეს მათი შეგროვება სამშენებლო მასალად გამოსაყენებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამატებითი ბოთლები გაუგზავნა. გარდა თავად ბოთლებისა, ბოთლის თავსახურები გამოიყენება მოზაიკის შესაქმნელად. 2009 წლის მდგომარეობით სულ 20 შენობა აშენდა ამ გზით; ტაძრის გარდა იყო კრემატორიუმი, სალოცავი ოთახების სერია, ადგილობრივი წყლის კოშკი, სველი წერტილები ტურისტებისთვის, ასევე რამდენიმე ამაღლებული ბუნგალო, რომლებიც გამოიყენება ბერების საცხოვრებლად.