მინიმალიზმი არის საგნების არსის ძიება და არა გარეგნობის წარმოჩენა-Claudio Silvestrin

ტრენდი ეს არის სიტყვა ,რომელიც ადამიანებს აქამდე უცნობი რაიმეს მოწონებას ,,აიძულებს”.ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, საიდან წარმოიშვა რაიმე ტრენდი, მაგრამ მაინც ვცდილობთ მის ჩარჩოებში მოქცევას.კოვიდ პანდემიამ თითოეულ ჩვენგანს მოგვცა ჩვენი ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალება და საკმაოდ დიდი დრო ამისთვის.ინტერიერის დიზაინის 2022 წლის ტენდენციებში იკვეთება სწორედ პანდემიის გავლენა, რომელმაც ამხელა კვალი დატოვა კაცობრიობაზე და გემოვნების გადაფასება მოახდინა. ოდესღაც ტრენდული იყო დეტალებით გადატვირთული მისაღები ოთახი და მუქ ტონალობებში გადაწყვეტილი სამზარეულო. დღეს კი ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ამისგან მკაფიოდ განსხვავდება.

         

Very peri –2022 წლის ფერი

PANTONE-მა 2022 წლის ფერად very peri დაასახება, რომელიც უკვე აღიარდა იდეალურ ფერად მეტავერსისთვის. და როგორ არის ეს ტენდენცია დაკავშირებული პანდემიასთან? პასუხი მარტივია. მეტავერსი ესაა ვირტუალური სივრცე, რისი შექმნაც პანდემიის პირობებშ მოხდა და რომელშიც ნებისმიერი ცხოვრებისეული ქმედების განხორციელება შეგვიძლია. ეს ფერი შეიძლება იასამნისფერად მოგვეჩნვენოს, მაგრამ რეალურად იგი ლურჯისა და წითელის ნაზავია. Very peri ასევე ინტერიერში გამოიყენება მინიმალური დოზით და ძირითადად დამხმარე ელემენტებისთვისაა იდეალური.ასევე მისი გამოყენება იდეალური იქნება ავეჯისთვის, რადგან რაღაც დოზით დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ოთახს ორიგინალურს ხდის.

 

     

მინიმალიზმი

მინიმალიზმი ყოველთვის ტრენდულია ინტერიერის დიზაინში. პანდემიამ მისი მნშვნელობა უფრო გაზარდა, რადგან ისედაც  სტრესული ვითარების დროს გადატვირთული ინტერიერი ჩვენზე დადებითად არ აისახება. მინიმალიზმის პირობებში, დიზაინი უფრო დახვეწილია და ადამიანის ფსიქოლოგიაზეც დადებითად მოქმედებს. მისი საშუალებით სივრცე უფრო ფართოდ აღიქმება და გვიადვილებს მასში დიდი დროის გატარებას, რაც დამეთანხმებით პანდემიის დროს ნამდვილად საჭირო იყო.

დასასვენებელი სივრცე

დასასვენებელი სივრცე ნებისმიერ სახლში აუცილებელია, ეს იმ სივრცეთაგანია, რომელიც გვეხმარება  სახლშივე გავექცეთ რეალობას და ჩვენ თავთან მარტო დავრჩეთ. ეს ის გარემოა, რომელიც ადამიანს უნდა ამშვიდებდეს და საშუალებას აძლევდეს დასვენების. მისი არსებობა გვიბიძგებს თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ რუტინას და ჩვენს მენტალურ ჯამრთელობას დავუთმოთ დრო. პანდემიიდან გამომდინარე ტრენდული გახდა სახლში დასასვენებელი სივრცის მოწყობა, რომელიც არის ცალკე ოთახი ან უბრალოდ სივრცე, რომელიც მოწყობილია ღია ფერის პალიტრაში და არ არის გადატვირთული ავეჯით.

 

     

მრავალფუნქციური სივრცე

სახლის თითოეულ ნაწილს თავისი ფუნქცია გააჩნია, აქედან გამომდინარე მათი დაყოფა მიზნების მიხედვით ხდება. პანდემიის პირობებში მსოფლიოს დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რაც ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ხდებოდა. სახლიდან მუშაობა ერთი შეხედვით შეიძლება მარტივია, მაგრამ დიდი სტრესის გამომწვევიც შეიძლება იყოს. მაგალთად სწორედ პანდემიიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ტრენდი, რომელიც ოფისის განთავსებას ითვალისიწნებს, როგორც საძინებელში ასევე მისაღებ ოთახში.ასევე დასასვენებელ ოთახში სარბენი ბილიკის მოწყობა და ა.შ.ეს ყველაფერი სივრცეს მრავალფუნქციურს ხდის და ასევე ზრდის ეფექტურად მუშაობის დონეს.

           

Outdoor სივრცე

პანდემიის პირობებში კოვიდ რეგულაციებმა მსოფლიო ერთმანეთს მოსწყვიტა.სწორედ რეგულაციბიდან გამომდინარე ადამიანებს  არ შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება და პანდემიის პიკის დროს მთელ დღეს საახლში ატარებდნენ. სწორედ ამ დროს წარმოიშვა ბუნებასთან სიახლოვის დაუოკებელი სურვილი, რომელზეც აქამდე არ უფიქრიათ.პანდემიიდან გამომდინარე წარმიშვა ტრენდი სალხში მეტი სიმწვანის მოწყობის და მარტივად რომ ვთქვათ ბუნების სახლში შემოყვანის ტენდენცია. ასევე ტენდენციური გახდა სამზარეულოსა და მისაღებში მთელი კედლის შუშით შექმნა, რაც ასევე ქმნის გარე სივრცესთან კავშირის ეფექტს.

 ავტორი: თაკო თათხაშვილი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.