Bentley-მ გამოაქვეყნა პროექტის დეტალები, სახელწოდებით Bentley Residences. ბრიტანული ფირმა მაიამიში 60-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას აპირებს 200 ბინით. თითოეული ბინა მიიღებს არა მხოლოდ ოკეანის მდიდრულ ხედს, არამედ ლიფტს მანქანებისთვის.
დიზაინი
ცილინდრული ნაგებობა ოკეანის სანაპიროზე აშენდება. 230 მეტრის სიმაღლით, ეს იქნება ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსი შეერთებული შტატების სანაპიროზე. ორასი აპარტამენტიდან თითოეულს ჰპირდებიან, რომ აღიჭურვება პანორამული ფანჯრებით, კერძო აივნით, საცურაო აუზითა და საუნით, ხოლო ბინების დიზაინი Bentley-ის სპეციალისტების მონაწილეობით დამუშავდება.
ლიფტი მანქანებისთვის
აპარტამენტებში ასევე განთავსდება ავტოფარეხი რამდენიმე მანქანისთვის, ხოლო კოშკის ცენტრში განთავსდება ე.წ. „მანქანის ლიფტი“, რომლის დიზაინი უკვე დაპატენტებულია. როგორც ჩანს, Bentley Residences-ის მაცხოვრებლები შეძლებენ თავიანთ ბინებში მანქანების დატოვების გარეშე შეღწევას: პროექტის ავტორები ჯერ არ საუბრობენ დეტალებზე.Bentley-ის პარტნიორები ამ პროექტში არიან ამერიკელი უძრავი ქონების დეველოპერი Dezer Development და Sieger Suarez Architects. მშენებლობა 2023 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.