არ აქვს მნიშვნელობა მცირე ზომის ეზო გაქვს თუ დიდი მოცულობის, პირადი სივრცე ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია.უამრავი გზა არსებობს ჩვენი სურვილების ასასრულებლად, ეს შეიძლება იყოს კრეატიული,ეპატაჟური ან თუნდაც ბუნებრივი.

ღობე

მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ღობე საზღვრავს საკუთრების პერიმეტს, ამით ასევე შესაძლებელია პირადი სივრიცის შექმნა.დიზაინერები ხშირად ირჩევენ მაღალი დაფარვის ღობეებს მაქსიმალური პირადი სივრცის შესაქმნელად, ან პირიქით დაბალი ზომის ღობეებს რათა საერთო სივრცის შეგრძნება შეიქმნას.

 

კედლები

თუ ღობეები საკმარისი არ არის, კედელი შეიძლება აშენდეს გარე საცხოვრებელი ფართის ერთ ან ყველა მხარეს. კედლებს შეუძლია დინამიური სტრუქტურა შემოიტანოს ნებისმიერ ბაღში ან ეზოში, მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ ესთეტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვას ან აგურს შეუძლია შექმნას კონფიდენციალურობის შეგრძნება, რომელიც შეიძლება მოისურვოს ადამიანმა, არსებობს მრავალი სხვა ვარიანტი, რომელიც ნაკლებად მოითხოვს სრულ დაფარვას და მაინც აკმაყოფილებდეს ბიუჯეტს.

მასალებს, როგორიცაა ხე, ბამბუკი და გადამუშავებული მასალები, შეუძლიათ შექმნან კრეატიული კედლები. კიდევ ერთი ვარიანტია მცენარეებით ცოცხალი კედლის გაკეთება, რათა ეზოში უფრო აყვავებული, მწვანე შეგრძნება შემოიტანოთ.

ხეები

ხეების დარგგამ შესაძლოა საკმაოდ ლამაზი ვიზუალური სივრცე მოგვცეს.როდესაც მცენარის არჩევას ვაპირებთ აუცილებელია მოვაზმადოთ არეალი სწორად.პირველ რიგში დავგეგმოთ ხეების განლაგება, მოვაწესრიგოთ ნიადაგი სამომავლო განაშენიანებისთვის.საბოლოოდ მივიღებთ ულამაზეს ბუნებრივ გამოყოფილ სივრცეს,რომელიც ასეე საკმაოდ ორიგინალურიც იქნება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.