მსოფლიო ერთი დიდი სამყაროა ადამიანებით დაკომპლექტებული,რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ რაიმე შეცვალონ. რეალობა ის მოცემულობაა რაშიც ვცხოპვრობთ,თუმცა ის ყოველთვის არ არის ჩვენი სურვილების შესაბამისი და ხშირად მისგან გაქცევა გვსურს. გასულმა პანდემიამ მსოფლიოს ბევრი რამ დაანახა და ისეთი რაღაცეების საჭიროება გაუჩინა,რომელზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. სწორედ ერთ-ერთი მათგანია მეტავერსი.

 

რა არის მეტავერსი?

მეტავერსი მარტივად რომ ვთქვათ არის ვირტუალური სამყარო,რომელიც იქნება ჩვენი რეალური ცხოვრების ანალოგი,თითქმის ყველა მასში შემამავალი ასპექტით. ასეთი რეალობა შეიძლება დღეს წარმოგვიდგება,როგორც შორეული პერსპექტივა,თუმცა რეალურად ის იმაზე ახლოსაა ვიდრე გვგონია. ვირტულური რეალობის პროექტის იდეა დიდი ხანია არსებობს,თუმცა მისი განხორციელება იმდენად დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული,რომ ყოველთვის შორეული რეალობა გვეგონა. პანდემიამ ეს მოვლენები უფრო დააჩქარა და დღეს ათობით ცნობილი ციფრული კომპანიაა ჩართული მის განხორციელებაში.

მეტავერსის რეალობა

მეტავერსი ეს იქნება ციფრული სამყარო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ადამიანების ავატარებით. მეტავერსი ეს არ არის უბრალოდ ვირრტუალური სივრცე ეს იქნება რეალობა სადაც ნებისმიერი ყოველდღიური ქმედების განხორციელება შეგვეძლება,როგორიცაა მაგალთად მუშაობა თუ ბანკში ვიზიტი. ამ სივრცეში შეგვეძლება სახლის შეძენაც და ბანერზე სარეკლამო განცხადების განთვსებაც. რა თქმა უნდა,ეს ყველაფერი უცხოდ და შეიძლება საშიშადაც მოგვეჩვენოს,თუმცა ყველა მნიშვნელოვანი ციფრული ინოვაციაც ხომ თავიდან ბევრ კითხვას გვიჩენს.მიუხეეავად იმისა,რომ მეტავერსი ალტერნატიული რეალობაა, ის დამატებით შანსებს აჩენს რომ შეიქმნს ვირტუალური ეკონომიკა,რასაც მსოფლიო უკვე დიდი ხანია ცდილობს.

არქიტექტურა მეტავერსში

არქიტექტორები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან,რომელიც ერთი მხრივ შეიძლება რთული, თუმცა მაინც საინტერესო იყოს.იქიდან გამომდინარე,რომ მეტავერსი მაქსიმალურად ცდილობს დაუახლოვდეს რეალურ სამყაროს,ამიტომაცაა დიდი მოთხოვნა მეტავერსის არქიტექტორებზე. არქიტექტურა მეტავერსში ეს არაა უბრალოდ რაიმე ციფრული შენობები, არამედ ესაა ხელოვნების ნიმუშები შექმნილი  არქიტექტორების მიერ კონკრეტულად მხოლოდ ამ პლათფორმისთვის . მეტავერსის არქიტექტურა მთლიანად იქნება აგებული 3D დიზაინით და კონცეფცია კი ინოვაციური იქნება.სწორედ ამის გამო უკვე არსებობს ტერმინი მეტავერსის არქიტექტორები.ისინი შექმნიან 3D დიზაინით საცხოვრებელ სახლებს,კულტურულ ძეგლებს და ა.შ. რასაც ყოველდღიურაბაში ვხვდებით. არქიტექტორები უკვე წინა წლის მარტიდან მუშაობენ მეტავერსის პროექტებზე და ცდილობენ ისინი რაც შეიძლება გამორჩეული გახადონ.მეტავერსის უსაზღვრობაარქიტექტორებს აძლევთ საშუალებას მათი ფანტაზია მაქსიმალურად განახორციელონ და შექმნან ისეთი პროექტები,რომელიც რეალურ სამყაროში ვერც განხორციელდება.

მეტავერსი და საქართველო

საქართველო არ ჩამორჩება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და უკვე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოერგოს მეტავერსის რეალობას.საქართველოს ბანკი ესაა ერთ-ერთი პირველი კომპანია,რომელმაც დაანონსა მეტავერსში შესვლა.სწორეს ის გახსნის პირველ ფილიალს მეტავერსში და ორიენტირებული იქნება ვირტუალურ ეკონომიკაზე.ასევე დეველოპერული კომპანიებიც აანონსებენ მეტავერსის მხარდაჭერას და უკვე მუშაობენ საცხოვრებელი კორპუსების დიზაინზე,რომლებიც სპეციალურად შექმნილი იქნება ვირტუალური რეალობისთვის.

 

 

ავტორი:  თაკო თათხაშვილი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.