მომცრო ზომის სახლები აგებულია ხის მასალისგან. მისი ეკომეგობრული დიზაინითა და საცხოვრებელი ხარჯების სიმცირით ბევრ ადამიანს იზიდავს. პატარა სახლების ტენდენცია ნელ-ნელა პოპულარული ხდება ბაზარზე და მეტი ადამიანი ირჩევს  იცხოვროს 400 კვ. ფუტზე ნაკლებ ფართობზე.

პატარა სახლები არამხოლოდ კრეატიული დიზაინით გამოირჩვეა, არამედ ცდილობს შეამციროს სიღარიბის ზღვარი. აშშ-ში შენდება ასეთი სახლებით დაკომპლექტებული სიფლები დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რაიონებში სიღარიბის შესამცირებლად.  მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის სოფლები ერთსა და იმავე მიზანს ისახავენ, მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კერძოდ,  კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ასევე, ისინი  ემსახურებიან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა განკუთვნილია ფინანსურად შეჭირვებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად.

ღირსების სოფელი- პორტლენდი, ორეგონი

ღირსების სოფელი პორტლენდში, ორეგონში მდებარეობს და ის განკუთვნილია უსახლკარო მოსახლეობისთვის. 43 კოტეჯისგან დაკომლექტებულ სოფელს აქვს საკუთარი თვითმმართველობა. აღსაღნიშნავია, რომ ეს კოტეჯები აშენებულია გადამუშავებული მასალისგან, რაც უზრუნველჰყობს მათ მდგრადობასა და დაბალ ფასს.

სოფელი ოტელო-სიეტლი, ვაშინგტონი

სოფელი ოტელო მდებარეობს სიეტლში. ტერიტორიაზე განთავსებულია 28 პატარა სახლი და 12  „პლათფორმიანი კარავი“. ჯამში აქ 100-დე ადამიანი ცხოვრობს. სიეტლი წელიწადში 160,000 დოლარს იხდის, რათა უზრუნველჰყოს სოფელი წყლითა და დასუფთავების სერვისით. სახლებშს გათბობა და ელექტრო ენერგია მიეწოდება კერძო პირებისა და ორგანიზაციების შემოწირულობის წყალობით.

სანუკვარი სოფელი-დენვერი, კოლორადო

სანუკვარი სოფელი პატარა სახლების პირველი დასახლებაა დენვერში. ის მოიცავს 11 სახლს და აქ 22-დე ადამიანი ცხოვრობს. სახლები განკუთვნილია იმისთვის, რომ საცხოვრებლით უზრუნველჰყოს ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები. ეს კონკრეტული საზოგადოება  უნიკალურია, იგი აქცენტს აკეთებს თვითგაძლიერებაზე და საზოგადოების მნიშვნელობაზე მისი მაცხოვრებლებისთვის.

მარიამ მახარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.