როცა საქმე ინტერიერის დეკორაციას ეხება ყველას ერთი და იგივე სურს-გახადოს სახლი ელეგანტური. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ამ მიზნის მიღწევა დიდი თანხის  დახარჯვის გარეშე.  მაგრამ, უნდა ვიცოდეთ , რომ სახლის გასალამაზებლად სულაც არ არის საჭირო ბანკის გაძარცვა.  ჩვენ გაგიზიარებთ  რამდენიმე ხრიკს იმის საჩვენებლად, თუ როგორ გავხადოთ სახლი ბევრად უფრო ელეგანტური ბიუჯეტურ ფასად.

 

დეტალები მნიშვნელოვანია

უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა დეტალებს დიდი მნიშვნეობა აქვს. თუ გსურთ თქვენი სახლის დეკორაცია გამოირჩეოდეს, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.  აი მაგალითად: გამოიყენეთ ორნამენტაინი ჩარჩოები კედლისა და ჭერის გასალამაზებლად.  ეს ხრიკი შეკრავს თქვენი ოთახის კედლებსა და ჭერს, რაც საბოლოოდ ყველაფერს ელეგენატურსა და დახვეწილს გახდის.

საღებავი

სახლის დეკორში ფერებს ერთ-ერთი უმნიშვნეოვანესი როლი უჭირავს.  ოთახის ფერის არჩევა შეიძლება  ყველაზე რთული გადაწყვეტილებაც კი იყოს.  ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი თუ დანარჩენ დეკორაციას, კედლის ფერს უხამებთ.  თუ გსურთ დადოთ მაღალი ხარისხი და ელეგანტურობაც შეინარჩუნოთ , არსებობს ორი ვარიანტი, რომელიც თქვენს ოთახს გლამურულ იერს შესძენს. პირველი- აირჩიეთ  გაბედული და დრამატული ფერი, ან-რბილი და შეუმჩნეველი.

ბალიშები

ბალიშები დაგეხმარებათ შეცვალოთ ოთახის იერსახე.  ბალიშების განლაგება სახლში, როგორც წესი ორ მიზანს ემსახურება. პირველი, გაგიკვირდებათ მაგრამ პატარა ბალიშებსაც კი მარტივად  შეუძლიათ ოთახის იერის გამოაცოცხლონ. მეოერე-  მათი მეშვეობით  ოთახი მეტად მყუდროდ და თბილად გამოიყურება. რაც შეეხება ბალიშების ზომას, უმჯობესია გამოიყენოთ უფრო დიდი ზომის, როგორიცაა 50 ან 60 სანტიმეტრიანი.

ხის იატაკი

მყარი, კლასიკური ხის იატაკი ოთახს შესანიშნავ იერს მიანიჭებს. ეს კლასიკური სტილია და რაც მთავარია ხელმისაწვდომი. ხის იატაკის შერჩევა თქვენი სახლისთვის ნამდვილად კარგი ინვესტიციაა. ის ძალიან გამძლეა და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ახლის იერს.

აქსესუარები

სახლების უმეტესობას აკლია საჭირო აქსესუარები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ სივრცეში ელეგანტური შტრიხები შევიტანოთ.  ადამიანები თვლიან, რომ აქსესუარები  ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან ძვირია, თუმცა ეს შეიძლება მთლად ასეც არ იყოს და საჭირო აქსესუარი თქვენთვის  ხელმისაწვდომ ფასადაც კი შეიძინოთ. მაგალითად, გამოიყენეთ ოქრსოფერი აქსესუარები, ისინი  მყისიერად გახდიან ოთახს  მდიდრულს. ისეთ ნივთებს, როგორებიცაა ოქროსფერი სურათის ჩარჩოები და ოქროსფერი სარკეები, შეუძლიათ ძირეული ცლილებები შეიტანონ თქვენი ოთახშის სიმყოდროვესა და საბოლოო იერსახეში.

 

მარიამ მახარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.